Sxamiani sokoebi - viris jimla
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Гигрофоровые |
Род: | Гигроцибе |
Вид: | Гигроцибе коническая |
Международное научное название: | Hygrocybe conica |
ვირის ჯიმლა - (ინგ. Hygrocybe conica) (რუს. Гигроцибе коническая)
სინონიმი: უცნობია.
ვირისჯიმლა (Hygrocybe conica) ასევე ცნობილია სახელწოდებებით, ჯადოქრისქუდა ან ლორწოქუდა და ჰიგროციბების (ცვილისქუდა) გვარის ფერადი წარმომადგენელია. ის გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვირისჯიმლას თავდაპირველად ჰიგროფორუს კონიკუსს (Hygrophorus conicus) უწოდებდნენ. ის შესაძლებელია რამდენიმე მჭიდროდ მონათესავე ჯიშის კომპლექსურ სახეობას წარმოადგენდეს.
ტაქსონომია
სოკოს ეს სახეობა 1774 წელს პირველად აღწერა გერმანელმა ენციკლოპედისტმა ჯეიკობ ქრისტიან შეფერმა და უწოდა კონიკური შამპინიონი (Agaricus conicus). პოლ კუმერმა ვირისჯიმლა ჰიგროციბების გვარს 1871 წელს მიაკუთვნა.
აღწერილობა
ვირისჯიმლა პატარა სოკოა, მოყვითალო- ნარინჯისფერი ან მოწითალო კონუსისებრი ქუდით, რომელიც დიამეტრით 2-5 სმ- ია. არსებობენ 8-9 სმ დიამეტრიანი ქუდებიც. დაკრეფის ან დაჟეჟვის შემდეგ სოკო შავდება.
გავრცელების არეალი ჰაბიტატი
ვირისჯიმლა ფართოდ გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საძოვრებსა და წიწვოვან ტყეებში. ის ზაფხულში და შემოდგომაზე ამოდის. არსებობს მოსაზრება, რომ ვირისჯიმლასთან მჭიდროდ მონათესავე სოკოს ზოგიერთი სახეობა შხამიანია. ავსტრალიის დასახლებულ ნაწილში შეგროვებულ ნიმუშებს შორის არის სახეობაც, რომელიც ჰიგროციბ ასტატოგალას (Hygrocybe astatogala) მსგავსია.
საკვებად ვარგისიანობა
ვირისჯიმლას საკვებად ვარგისიანობა ან უვარგისობა დამტკიცებული არ არის. მცირე ზომა და ქუდის წებოვანი გარეკანი მას ისედაც უკარგავს გულმისასვლელ შესახედაობას. ამასთანავე, არსებობს ადრეული მეოცე საუკუნის ჩანაწერი ჩინეთიდან, რომლიც, სავარაუდოდ, სოკოს ამ სახეობით მოწამვლას უკავშირდება.